პიტერ სიიარტო ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა - იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი ძირს არ გამოუთხრის სამშვიდობო პროცესს

პიტერ სიიარტო ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარზე: დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა - იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი ძირს არ გამოუთხრის სამშვიდობო პროცესს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

„დიდებული ამბები ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან - დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად იქცა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას და იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი ძირს არ გამოუთხრის სამშვიდობო პროცესს“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.