დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის 22-ე კორპუსის მიმდებარედ მიწისქვეშა კომუნიკაციებს აწესრიგებს.
პროექტის ფარგლებში, იცვლება წყლისა და წყალარინების შიდა და გარე ქსელები. სამუშაოების ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული კორპუსის მიმდებარედ, ასევე ხორციელდება მოსასვენებელი სივრცის სრული რეაბილიტაცია.
სამუშაო პროცესს დიდუბის რაიონის გამგებელი ლადო ძნელაძე საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებთან, ირმა ზავრადაშვილთან და გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.