ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრ სახლთან მამაკაცს ესროლეს, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციას იარაღით ხელში მიუახლოვდა. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია. საიდუმლო სამსახურების ცნობით, 8 მარტს შეტყობინება მიიღეს, რომ ინდიანას შტატიდან ვაშინგტონში მამაკაცი ჩავიდა, რომელიც თეთრი სახლის წინ თვითმკვლელობას გეგმავდა.
ტელეარხის ცნობით, ინციდენტის დროს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან.