შალვა პაპუაშვილი „ისფედზე“: ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული თაღლითი ორგანიზაციაა და ახლა ცდილობენ დაფარონ საკუთარი დანაშაულის კვალი

შალვა პაპუაშვილი „ისფედზე“: ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული თაღლითი ორგანიზაციაა და ახლა ცდილობენ დაფარონ საკუთარი დანაშაულის კვალი

ეს არის თაღლითი ორგანიზაცია, რომელსაც ამერიკული დაფინანსება ჩაეხსნა და ჩვენ ვხედავთ როგორ ხდება ჩანაცვლება, რებრენდინგი - ჩაეხსნა ამერიკული დაფინანსება და აქვს სამაგიეროდ ბრიუსელის დაფინანსება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ორგანიზაცია „ისფედზე“ საუბრისას.

მისი თქმით, მათ ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ხმების პარალელური დათვლის შედეგები, ეს კი იმიტომ, რომ სავარაუდოდ ცდილობენ მათ მიერ ჩადენილი თაღლითობის კვალის წაშლას.

„თაღლით ორგანიზაციას რა უნდა მოვთხოვთ ჩვენ, ჩვენ თუ რამე მისი ქმედება ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში, ყოველ ჯერ ეს იყო თაღლითობა, პროპაგანდა, ტყუილი დეზინფორმაცია, რომელსაც აფინანსებდა ამერიკული და ევროპული წყაროები. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ აღიარა, რომ მისი ბიუჯეტი იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის, პროპაგანდისთვის, თაღლითობისთვის და ჩახსნა ეს დაფინანსება და „ისფედი“ აღარ ფინანსდება ამერიკისგან, თუმცა ვხედავთ, რომ აქვს კვლავ ბრიუსელის დაფინანსება და ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი თუ დიპლომატი რომ ყელყელაობს და გვესაუბრება ღირებულებებზე, ასეთ თაღლითობაში რომ ხარჯავენ ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს, უმჯობესია ამაზე გველაპარაკონ. 2020-ში დამალეს ჭეშმარიტი PVT და ახლაც მალავენ, რა არის სინამდვილეში PVT; რომ ჰკითხო, მეორე დღეს უკვე შედეგები აქვთ ხოლმე და ახლა ამბობენ, რომ თურმე სჭირდებათ, არ ვიცი რას თვლიან, დიდი ალბათობით, უნდათ რომ კვალი წაშალონ გარკვეული თაღლითობისა. ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული თაღლითი ორგანიზაციაა და ახლა ცდილობენ დაფარონ საკუთარი დანაშაულის კვალი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.