სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო. როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძის მისამართით.
„გავიდა დრო და კიდევ ერთხელ დადასტურდა საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, რომ ეს იყო წაუგებელი ბიზნესის თაღლითური სქემა, რომელიც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჰქონდათ შემუშავებული. იცით თქვენ, რომ ისინი ნასამართლევი არიან თაღლითობაზე, ამიტომ გასაგებია, რომ მათი ქცევის სტილია თაღლითობა. ხედავთ, რომ პოლიტიკაშიც ასე იქცევიან. გახსოვთ რას ითხოვდნენ ისინი - ჰქონოდათ წაუგებელი ბიზნესი. თუ არ იქნებოდა ბიზნესი მომგებიანი, საქართველოს მოსახლეობას შეევსო თანხა, რომ მოგებაში ყოფილიყო მამუკა ხაზარაძე.
ეს ყველაფერი ხალხის ფულიდან უნდა მიგვეცა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის, მათი მიმდევარი „ლელოს“ თანამშრომლებისთვის, ჰქონოდათ მომგებიანი ბიზნესი. ამაზე უარი რომ მიიღეს, დაიწყეს დავა. მოითხოვეს მილიარდნახევარი ისევ ხალხისგან და ბიუჯეტისგან, წააგეს ყველა ინსტანცია და ბოლოს, არბიტრაჟში, სადაც თავისი მოსამართლეები ჰყავდათ დანიშნული, ამ სასამართლომ გაამტყუნა ბადრი ჯაფარიძეც და მამუკა ხაზარაძეც. სასამართლომ თქვა, რომ რა მილიარდნახევარს ითხოვთ ქართველი ხალხისგან, იქით უნდა დაუბრუნოთ თითქმის ორი მილიონი ლარიო. როგორც ჩანს, ჩარიცხეს ეს თანხა უკვე ბიუჯეტში და ამით აღიარეს, რომ თაღლითები არიან. ამაზე მეტი თაღლითობის აღიარება მე არ გამიგია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.