შალვა პაპუაშვილი: საინტერესო იქნებოდა ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. გარწმუნებთ, რომ ნახავთ პარალელებს. ეპოქა შეიცვალა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, ნახავთ იმავეს, რასაც ზურა ჯაფარიძე დღეს წერს

შალვა პაპუაშვილი: საინტერესო იქნებოდა ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე. გარწმუნებთ, რომ ნახავთ პარალელებს. ეპოქა შეიცვალა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა, ნახავთ იმავეს, რასაც ზურა ჯაფარიძე დღეს წერს

ალბათ საინტერესო იქნებოდა ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, რომ ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა შეიცვალა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნახავთ იმავეს, რასაც ზურა ჯაფარიძე დღეს წერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად ერთი-ერთში სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები არიან თავისი არსით.

„ალბათ საინტერესო იქნებოდა ჩავიხედოთ არქივებში, რას წერდა 1921 წელს სერგო ორჯონიკიძე და გარწმუნებთ, რომ ნახავთ პარალელებს. რა თქმა უნდა, ეპოქა შეიცვალა, ინსტრუმენტები შეიცვალა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნახავთ იმავეს, რასაც ზურა ჯაფარიძე დღეს წერს.

აი, ეს არის 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები, რომლებიც იმ ქვეყნის წინააღმდეგ ილაშქრებენ, სადაც ისინი დაიბადნენ, ფეხი ადგეს და რომლის საზოგადოების წევრებიც ისინი იყვნენ. ეს არის ყველა მარიონეტის ხვედრი საბოლოო ჯამში. მაშინ სოციალური ქსელები არ იყო, მაგრამ სერგო ორჯონიკიძე კედლის გაზეთებით და პროკლამაციებით ზუსტად ასე ამბობდა, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ხელისუფლება არის საფრთხე და ის უნდა იყოს საერთო, კომუნისტურ, სოციალისტური ინტერნაციონალის ნაწილი. ზუსტად ამას გვეუბნებიან დღეს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს ლიბერალური ინტერნაციონალის ნაწილი. აბსოლუტურად ერთი-ერთში სერგო ორჯონიკიძის შთამომავლები არიან თავისი არსით. როგორც სერგო ორჯონიკიძე იყო უცხო ქვეყნის მარიონეტი, ზუსტად ესენიც არიან უცხო ქვეყნის მარიონეტები. მნიშვნელობა არ აქვს აქ დედაქალაქებს და ქვეყნებს, მნიშვნელობა აქვს თავად მოცემულობას, რომ ადამიანები ეყიდებიან სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ქვეყნის გარეთ საკუთარი პოლიტიკური ეგოების დასაკმაყოფილებლად.

ამიტომ, ესეც მიუთითებს ერთ რამეზე, რომ არის ჩვეულებრივი მტრობა საქართველოსი. ასი წლის ამას აკეთებდნენ ხიშტებით და ტანკებით, დღეს ამას აკეთებენ სანქციებით და პროპაგანდით. მეთოდები იცვლება, თუმცა შინაარსი არ იცვლება, ეს არის მცდელობა, რომ საქართველოში მარიონეტული რეჟიმი დაამყარონ. როგორც 1921 წელს საბჭოთა არმიის მეშვეობით დაიმორჩილეს საქართველო და დაამყარეს კომუნისტური ინტერნაციონალის მმართველობა საქართველოში, ახლა უკვე, ასი წლის თავზე უნდათ სანქციებით და პროპაგანდით დაიმორჩილონ ქართველი ხალხი, დასვან თავისი მარიონეტული რეჟიმი და დაამყარონ ლიბერალური ინტერნაციონალი საქართველოში, დაუმორჩილონ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.