ჟურნალისტი ლეონიდ რაგოზინი: სამწლიანი ურაპატრიოტიზმის შემდეგ გონჩარენკო რუსეთთან მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის

ჟურნალისტი ლეონიდ რაგოზინი: სამწლიანი ურაპატრიოტიზმის შემდეგ გონჩარენკო რუსეთთან მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის

ჟურნალისტი და ბლოგერი ლეონიდ რაგოზინი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უკრაინის რადის დეპუტატი, ალექსეი გონჩარენკო სამწლიანი ურაპატრიოტიზმის შემდეგ რუსეთთან მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდის.

„სამწლიანი უსირცხვილო ურაპატრიოტიზმის შემდეგ ცნობილმა უკრაინელმა დეპუტატმა ალექსეი გონჩარენკომ გამოაქვეყნა სამი პოსტი, და ის რუსეთთან მშვიდობისკენ მოუწოდებს“, - დაწერა რაგოზინმა.

მან ასევე გონჩარენკოს ერთ-ერთი პოსტი გააზიარა, სადაც უკრაინელი დეპუტატი საუბრობს იმაზე, რომ, თუ ევროპას და ნატოს ასე აღელვებს ის საკითხი, რომ რუსეთი მათ თავს დაესხმება, მათ პირველებმა უნდა გააკეთონ ეს.

ამასთან ერთად, როგორც რაგოზინი წერს, გონჩარენკო ამბობს, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას მესიანობაზე და შეწყვიტოს ევროპის „გადარჩენა“, კონცენტრირდეს საკუთარი თავის გადარჩენაზე.