დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, უესტმინსტერის სასახლეში, ბიგ-ბენის კოშკზე ასვლის გამო, მამაკაცი დააკავეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მამაკაცი კოშკზე შაბათს, ადგილობრივი დროით 07:24 საათზე ავიდა და ხელში პალესტინის დროშა ეჭირა. ის კოშკზე რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე აცოცდა და ჩამოსვლაზე უარს აცხადებდა.
მაშველებმა, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მამაკაცის ჩამოყვანა 16 საათის შემდეგ, შუაღამეს შეძლეს.