ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების გაზრდა, - ნატოს გენერალური მდივნის ამ განცხადებას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ მოგვიწევს მეტის დახარჯვა, რათა თავი დავიცვათ, მაგრამ ასევე სწრაფად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი წარმოება ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან ცოტას ვაწარმოებდით“, - აცხადებს მარკ რუტე.