ვლადიმერ ბოჟაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ

ვლადიმერ ბოჟაძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე: ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ

ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას.

„იცით, რომ ეს კანონპროექტი მილიონობით ქართველის დავალებით მივიღეთ. გახსოვთ 17 მაისი, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ჩვენთვის, უძველესი ქრისტიანული ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ. რაც შეეხება ამ [ევროსაბჭოს] გადაწყვეტილებას, მის გათვალისწინებას არავინ აპირებს. საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ კანონპროექტით არავის უფლებები არ ირღვევა, პირიქით - ვიცავთ სწორედ არასრულწლოვანების უფლებებს, იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რომლებზეც ვისაუბრეთ, ამიტომ ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ“, - აღნიშნა ბოჟაძემ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს შესახებ დროებითი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი.