დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან ისინი. გინდ საქართველოში იყვნენ, გინდ - უცხოეთში, ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითის“ დაკვეთას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„მათი [ოპოზიციის წარმომადგენლების] ბალტიისპირეთის ქვეყნებში ყოფნა ვის უნდა უკვირდეს?! როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა და „ქართული ოცნება“ მთლიანად ველზე იყო გასული, თანამოქალაქეებს ვესაუბრებოდით პრობლემებზე, პრობლემების გადაჭრის გზებსა და გეგმებზე, რადიკალური ოპოზიცია მაშინაც არ იმყოფებოდა საქართველოში და დადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. ის ქვეყნები უტარებდნენ საარჩევნო კამპანიას რადიკალურ ოპოზიციას. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად იქნებიან ისინი. გინდ საქართველოში იყვნენ, გინდ - უცხოეთში, ყველა კარგად ხედავს, რომ ისინი ემსახურებიან „დიფ სთეითის“ დაკვეთას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.