ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს გემები. თუმცა, ეს ვერ მოხერხდება 2028 წლამდე სწორედ იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პორტი უბრალოდ, არ აშენებულიყო

ვლადიმერ ბოჟაძე: ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს გემები. თუმცა, ეს ვერ მოხერხდება 2028 წლამდე სწორედ იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პორტი უბრალოდ, არ აშენებულიყო

მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პორტი უბრალოდ, არ აშენებულიყო, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისი შეფასებით, ხაზარაძე არა ქვეყნისა და ხალხის, არამედ სხვა ინტერესებს ემსახურება.

„მამუკა ხაზარაძემ 8 წელი დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას, ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო ანაკლიის პორტს გემები. თუმცა, ეს ვერ მოხერხდება 2028 წლამდე. სწორედ იმიტომ, რომ მამუკა ხაზარაძემ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს პორტი უბრალოდ, არ აშენებულიყო. ხაზარაძის ეს დამოკიდებულება, რომელმაც ერთი მხრივ, არ ააშენა პორტი და მეორე მხრივ, საკუთარ ქვეყანას ედავებოდა 1 მილიარდ დოლარს - იცით, რომ მან წააგო საერთაშორისო სასამართლო და დღემდე არ აქვს 650 ათასი დოლარი გადახდილი საქართველოს სახელმწიფოსთვის, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ემსახურება სხვა ინტერესებს და არა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ბოჟაძემ.