POLITICO: ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა, უკრაინის საკითხს მხოლოდ 15 წუთი დაეთმო

POLITICO: ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა, უკრაინის საკითხს მხოლოდ 15 წუთი დაეთმო

ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე, რომელიც 10 საათი გრძელდებოდა, უკრაინის საკითხს მხოლოდ 15 წუთი დაეთმო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიდერების ძირითადი ყურადღება გამახვილდა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის დაფინანსებაზე.

„უკრაინის განხილვა 15 წუთში დასრულდა. ამით ყველაფერი ნათქვამია“, - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

უკრაინაში ვითარების განხილვას მხოლოდ 15 წუთიდასჭირდა, მაშინ როდესაც ევროკავშირის ლიდერები 10 საათზე მეტ ხანს მსჯელობდნენ 800 მილიარდი ევროს გამოყოფაზე ევროპის თავდაცვის გასაძლიერებლად.

როგორც გამოცემა POLITICO წერს, ეს ხაზს უსვამს უკრაინის კონფლიქტისადმი დამოკიდებულების ცვლილებას ევროპის უსაფრთხოებაში აშშ-ის როლის შესაძლო ცვლილების შესახებ მზარდი შეშფოთების ფონზე.

Aburjga Tasmanieli რად უნდა აშშ-ს ევროკავშძირი ეს გველხოკერების საბუდარი, საპატრონოდ და კონკურენტადფ?! აშშ-ს ყველა ვარიანტში ურჩევნია რუსეთთან ითანამშრომლოს და იმეგბროს, გაუყოს გავლენის სფეროები, მიიღოს წიაღისეულის დამუშავებაზე კონცესიები! ეს რუსეთსაც მთლიანად აწყობს და ასეც იქნება! საქართველო კი იქნება ნეიტრალური ზონა აშშ-ს, რუსეთის და ჩინეთის შეთანხმების საფუძველზე!
1 თვის უკან