დღეს, თბილისის დროით 09:26 საათზე, სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კმ-ში 5.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი - სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მიწისძვრა შეგრძნებადი იყო საქართველოს მოსახლეობისთვისაც.