დავით მათიკაშვილი: თვითონ კი განაცხადეს ახლა, რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ რამდენი ასეთი „მკაფიო“ და „პრინციპული“ განცხადება გვაქვს მოსმენილი რადიკალების მხრიდან. შეიძლება რიგი დადგეს ცესკოში რეგისტრაციაზე

დავით მათიკაშვილი: თვითონ კი განაცხადეს ახლა, რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ რამდენი ასეთი „მკაფიო“ და „პრინციპული“ განცხადება გვაქვს მოსმენილი რადიკალების მხრიდან. შეიძლება რიგი დადგეს ცესკოში რეგისტრაციაზე

რადიკალური ოპოზიცია არის ფაქტობრივად განულებული. მათი რეიტინგი კარგად ვიცით. ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. კი განაცხადეს ახლა, რომ არ აპირებენ მონაწილეობას, მჯიღს იკრავენ გულზე და ამბობენ, რომ მოღალატეები არიან ისინი ვინც ამ ნაბიჯს გადადგამსო მაგრამ შეიძლება რიგი დადგეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე რადიკალური ოპოზიციური პარტიების, - აღნიშნა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებაზე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მისი თქმით, რადიკალები ამბობდნენ იმასაც, რომ პარლამენტში ვინც შევა „პუფიაო“ და საბოლოოდ ის ვინც ამას ამბობდა თავად შევიდა საკანონმდებლო ორგანოში.

„ისინი მიიღებენ, არ მიიღებენ მონაწილეობას... მათ მიმართ რაც არსებობდა მინიმალური ნდობა 2024 წელს, ამ მანდატებზეც კი თქვეს რადიკალებმა უარი. ადგილობრივ არჩევნებზე მათი მონაწილეობა, რომ მოხდეს და ნუ იტყვით ასე, რომ ისინი არ აპირებენ [არჩევნებში მონაწილეობას]. კი, თვითონ კი განაცხადეს ახლა, რომ არ აპირებენ, მჯიღს იკრავენ გულზე და ამბობენ, რომ მოღალატეები არიან ისინი ვინც ამ ნაბიჯს გადადგამსო მაგრამ შეიძლება რიგი დადგეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციაზე რადიკალური ოპოზიციური პარტიების.

რამდენი ასეთი „მკაფიო“ და „პრინციპული“ განცხადება გვაქვს მოსმენილი რადიკალების მხრიდან, რომელიც ისევე გაცამტვერდა, როგორც შარშანდელი თოვლი, რომ არ არსებობს წელს. „პუფები“ გახსოვთ, „პუფებს“ როგორ ეძახდნენ ერთმანეთს. „ვინც პარლამენტში შემოვაო“ მელია და ძმანი მისნი და აღმოჩნდა, რომ თვითონ ყოფილან „პუფები“, როდესაც პარლამენტში შემოვიდნენ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.