ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი, ვატო შაქარიშვილი SFED-ზე საუბრისას.
მისივე თქმით, ISFED-ი აგრძელებს მავნებლურ საქმიანობას და მისი დონორებიც აგრძელებენ მის დაფინანსებას.
„რაც შეეხება დონორებს, აშშ-ის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მათ პირდაპირ კრიმინალური ორგანიზაციები უწოდა. შესაბამისად, ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში უნდა მოხდეს ISFED-ის საქმიანობის სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი პირები, რომლებიც აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.
სამწუხაროდ, ეს არ მოხდა 2020 წელს, როდესაც მათ დადასტურებულად გააყალბეს ე.წ. პივიტი. დღეს ვხედავთ, რომ ისინი მალავენ, არ აწვდიან საქართველოს გენერალურ პროკურატურას უკვე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ესეც უნდა ყოფილიყო გამოყენებული მორიგი რევოლუციური მცდელობისთვის“, - განაცხადა შაქარაშვილმა.
„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ დღეს ISFED-თან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ისგან გამოითხოვა 2024 წლის არჩევნების ხმების პარალელური დათვლის(PVT) შედეგები. შეგახსენებთ, რომ უკვე 6 თვეა ISFED-ი მალავს აღნიშნულ მონაცემებს და ახლა უკვე საგამოძიებო უწყებისთვის გადაცემის პროცესსაც აჭიანურებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ახლანდელზე პრაქტიკულად ვერაფერს მოედავებით. არჩევნების შედეგების შემოწმებით მონაცემების სისწორეზე განცხადება უკვე გაუკეთებიათ. რაც შეეხება ქუჩაში რას იძახიან, მაგას კონკრეტული მთქმელის პოზიციად გაასაღებენ და მორჩა. იტყვიან, მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარება ჩვენი ვალდებულება არ არისო. არჩევნები ეუთო ოდირმაც კარგად ჩატარებულად გამოაცხადა, მაგრამ აღიარების გამოცხადება ჩვენი ვალდებულება არ არისო და ამათ ვინ მოთხოვს ოფიციალურად ასეთ რამეს. ოფიციალურად არ იტყვიან, მაგრამ ქუჩაში და ინტერვიუებში, რასაც უნდათ იმას იძახებენ. მაგათ ხომ მხოლოდ უფლებები აქვთ, ვალდებულები კი ნული.