მთავარი რამ, რაც ჩვენ გვასწავლა ბოლო თვეებმა არის ის, რომ ერთადერთი, რასაც უნდა ენდო, ეს არ შენი ხალხი, რასაც უნდა დაეყრდნო, არის შენი ხალხის ეროვნული ინტერესი. ვინც არ დაეყრდნო საკუთარ ეროვნულ ინტერესს, ვგულისხმობ ზელენსკის ხელისუფლებას, ვინც არ იხელმძღვანელა საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებით, ვხედავთ როგორ მდგომარეობაშიც არიან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩვენ მოვისმინეთ ჯეფრი საქსის გამოსვლა ევროპარლამენტში, როდესაც მან ისაუბრა ჯეკ სალივანთან სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც შედგა 2021 წლის დეკემბერში, ომის დაწყებამდე ორი თვით ადრე. როგორც მან აღწერა, ჰქონდა საუბარი იმაზე, რომ ნატოსთან დაკავშირებით ვხედავთ რომ ეს წარმოადგენს პრობლემას და იქნებ გამოხვიდეთ და თქვათ, რომ ნატოში არ მოხდება უკრაინის მიღება და ეს აგვარიდებს ომს. მაშინ ჯეკ სალივანისგან მიიღო პასუხი, რომ არც არავინ აპირებს უკრაინის მიღებას ნატოშიო. მაშინ გამოდით და თქვით ეს ყველაფერიო, არა მაგას ვერ ვიტყვითო.
ეს იყო ბევრი წინაპირობა, რაზეც დღეს არის საუბარი, რომ მივიდა საქმე იქამდე. იქ უკვე მტყუან-მართალი, სად და როგორ დაიწყო რთულია ხანდახან დაინახო, როდესაც ესკალაციასთან გვაქვს საქმე. ის, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გადაკვეთეს სუვერენული სახელმწიფო საზღვარი, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ამის შემხედველი არიან სამი წელი ევროპელები და ვხედავთ, რომ შედეგს ვერ აღწევენ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.