ამერიკული მხარე კიევს ოფიციალური პირების კორუფციის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა, თუ უკრაინა იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. სტატიას ამ შინაარსით The Washington Post-ი აქვეყნებს.
„ზეწოლის ინსტრუმენტის სახით ამერიკელები დაემუქრნენ [უკრაინას], რომ ჩინოვნიკების შესახებ კორუფციის ფაქტებს გაასაჯაროებდენ. მე მომიყვეს, რომ თეთრი სახლი ზელენსკის მთავარ პოლიტიკურ კონკურენტსაც, გენერალ, ვალერი ზალუჟნისაც ესაუბრა“, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ჩასვლამდე აშშ-ის ადმინისტრაციის დევიზი იყო სიტყვები: „მოაწერე, მოაწერე, მოაწერე“.
სტატიაში აგრეთვე აღწერილია ინციდენტი, რომელიც 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ზელენსკის, ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს შორის მოხდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ტრამპის ლანძღვაზე უარესი არის მისი გადაწყვეტილება უკრაინისთვის სადაზვერვო მასალების მიწოდების შეჩერების შესახებ.