ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ე.წ. NGO "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის თაღლითების კანტორა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ISFED-მა 2020 წელს ხმების პარალელური დათვლის შედეგი გააყალბა, ხოლო, 2024 წლისას დღემდე უმალავს საზოგადოებას. აბაშიძე აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციის დონორები - USAID, NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო და გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი, დესტრუქციის თანამონაწილეები არიან.
"ყველას და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას - ე.წ. NGO "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არის თაღლითების კანტორა, რადგან 2020-ში გააყალბა ხმების პარალელური დათვლა, ხოლო 2024-ისას დღემდე მალავს.
ამ პარაზიტი ნაცპარტიული სტრუქტურის მოქმედი დონორები არიან: აწ უკვე გაუქმებული USAID, მისი პარტნიორი NED, ევროკავშირი, ნიდერლანდების საელჩო, გერმანიის საგარეო საქმეთა ურთიერთობების ინსტიტუტი.
რევანშისტული ISFED-ის უსინდისო დაფინანსებით, სპონსორები ნაცდესტრუქციის თანამონაწილენი არიან." - წერს გია აბაშიძე.