ესტონეთის ხელისუფლების ქცევის, უფრო კონკრეტულად კი მათ მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირების პარალელურად, ესტონელმა ალექსანდრ ბუზინმა საქართველოს პატივისცემის ნიშნად ანტარქტიდაზე ქართული დროშა აღმართა.
დიდი პატივისცემით ვაკვირდები თქვენი ხელმძღვანელობის საქმიანობას, რომელიც ამ რთულ დროს იჩენს შორსმჭვრეტელობას, ერთგულებას ეროვნული ინტერესებისადმი და მისწრაფებას სტაბილურობისაკენ. ჩემი ღრმა პატივისცემის ნიშნად საქართველოსა და მის სახელმწიფო სიმბოლოებისადმი, მე ავაფრიალე საქართველოს დროშა ანტარქტიდაში – დედამიწის კიდეზე, ყინულებსა და ქარებში, იქ, სადაც მხოლოდ ყველაზე ძლიერები აღწევენ. ჩემთვის ეს ჟესტი არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს სული ძლიერია და საზღვრებს არ ცნობს, რომ სიყვარული და პატივისცემა ამ ქვეყნისადმი ბევრ ადამიანში ცოცხლობს მთელ მსოფლიოში. - წერს ესტონელი ალექსანდრ ბუზინი წერილში.
წერილში ბუზინი საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას უსურვებს.
„მთელი გულით მიყვარს ეს დიადი ქვეყანა, ვაღმერთებ მის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, მდიდარ კულტურას და დაუმორჩილებელ სულს. საქართველო ყოველთვის იყო ღირსების, სიმტკიცისა და ტრადიციებისადმი ერთგულების სიმბოლო, და მე ღრმად ვცემ პატივს ქართველ ხალხს, მის სიბრძნეს, ძალასა და ერთიანობას.დიდი პატივისცემით ვაკვირდები თქვენი ხელმძღვანელობის საქმიანობას, რომელიც ამ რთულ დროს იჩენს შორსმჭვრეტელობას, ერთგულებას ეროვნული ინტერესებისადმი და მისწრაფებას სტაბილურობისაკენ. ამასთან, გულდაწყვეტილი ვიყავი, როდესაც ვიხილე თბილისში მომხდარი არეულობები და განსაკუთრებით – უპატივცემულო მოპყრობა საქართველოს დროშისადმი, რომელიც ეროვნული ერთიანობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა.ჩემი ღრმა პატივისცემის ნიშნად საქართველოსა და მის სახელმწიფო სიმბოლოებისადმი, მე ავაფრიალე საქართველოს დროშა ანტარქტიდაში – დედამიწის კიდეზე, ყინულებსა და ქარებში, იქ, სადაც მხოლოდ ყველაზე ძლიერები აღწევენ. ჩემთვის ეს ჟესტი არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოს სული ძლიერია და საზღვრებს არ ცნობს, რომ სიყვარული და პატივისცემა ამ ქვეყნისადმი ბევრ ადამიანში ცოცხლობს მთელ მსოფლიოში.გულით ვუსურვებ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და აყვავებას. ქართველმა ხალხმა უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა, ხოლო ქვეყანამ – სიძლიერე და დამოუკიდებლობა. დაე, თქვენი ხელმძღვანელობა კვლავ ღირსებით, პატივისცემით და სიბრძნით გაუძღვეს საქართველოს მომავლს“,- წერს ალექსანდრ ბუზინი