მგონია, ყველა შეგნებულად იტყუება, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ბოლო წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ეს არის უკრაინის ომის შედეგი - ეს ასე არ არის, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„რეგიონში მშვიდობა ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მგონია, რომ ყველა შეგნებულად იტყუება, ვინც ამბობს, რომ საქართველოს ბოლო წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ეს არის უკრაინის ომის შედეგი - ეს ასე არ არის, პირიქით. თუ იქნება მშვიდობა, საქართველოს ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წავა. ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა დამყარდეს, მაგრამ თუ ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ისე ჩქარა, როგორც ჩვენ გვინდა, ამ შემთხვევაში მინიმუმ იმას მაინც უნდა მივაღწიოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და შევინარჩუნოთ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების ის მრავალმხრივი ვექტორები, რომლებსაც ამ წლების განმავლობაში ვავითარებდით“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.