ილონ მასკმა თქვა, რომ რომ მათ უნდათ სამუდამო ომიო და მართლა ასე ჩანს. რას ნიშნავს არ უნდათ ხანმოკლე მშვიდობა და რა არის მშვიდობის წინაპირობები რა ნაბიჯი გადადგეს მშვიდობის დასამყარებლად. არცერთი ნაბიჯი ამ წლების განმავლობაში არ გადადგმულა სამწუხაროდ და დღესაც იმის ნაცვლად, რომ მშვიდობაზე ილაპარაკონ და ხელი შეუწყო მშვიდობას, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ომი გაგრძელდეს, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“.
„ამის შედეგი იქნება დამღუპველი უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, მადლობა ღმერთს ჩვენ თავიდან ავიცილეთ. ორი დღის წინ კითხულობდი ერთ-ერთი ლიეტუველი მაღალი თანამდებობის პირის განცხადებას, რომ ეს არის ჩვენთვის დრო, როდესაც ჩვენ უნდა გავზარდოთ ძალები, ჩვენი თავდაცვის შეიარაღება უნდა გავაძლიეროთ, მანამ, სანამ რუსეთი დაკავებულია უკრაინაში ომით.
სწორედ ამიტომ უნდოდათ და უნდათ დღესაც საქართველოს ომში ჩართვა, რომ რუსეთი უფრო მეტად ყოფილიყო დაკავებული, რუსული ჯარები უფრო მეტ ტერიტორიაზე ყოფილიყვნენ დაკავებულები, უფრო მეტი საბრძოლო ჰქონოდათ. თითქოს პატარაა საქართველო, მაგრამ მაინც ეს გამოიწვევდა რუსული ძალების ორი სხვადასხვა ფრონტის მიმართულებით გაშლას და ეს იქნებოდა საქართველოსთვის დამღუპველი და რუსეთისთვისაც საკმაოდ მძიმე.
სწორედ ამიტომ აკეთებენ ბალტიისპირელი პოლიტიკოსები ყველაფერს, რომ საქართველო რაღაცნაირად ჩაებას ომში, ჩაებას სანქციებში და ამიტომ არის რომ ასანქცირებენ ჩვენს მოქალაქეებს“, - აღნიშნა სუბარმა.