უკრაინის საკითხში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ რუსეთის იზოლირება აღარ არის სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია.
„იზოლირება და რუსებთან ჩართულობის ნაკლებობა მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება, აღარ არის სიცოცხლისუნარიანი ან მდგრადი სტრატეგია და, რა თქმა უნდა, არ არის პასუხისმგებლიანი მიდგომა დიპლომატიური თვალსაზრისით“, - აღნიშნა კიტ კელოგმა.
„ასევე არსებობს უფრო ფართო სტრატეგია ამ ომისადმი პრეზიდენტ ტრამპის მიდგომაში. ის ყალიბდება იმის გაცნობიერებით, რომ აშშ-ს სჭირდება რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა. როგორც მოკავშირეებთან, ასევე მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაზე უარის თქმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიპლომატიაში“, - განაცხადა მან.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა ადმინისტრაციის მიდგომა, რომელიც ერიდებოდა რუსეთთან ურთიერთობას, მცდარი იყო.
„ეროვნული სახელმწიფოების ლიდერებს, განსაკუთრებით ომის დროს, უპირველესი მოვალეობა აქვთ ჩაერთონ უშუალო დიპლომატიაში ერთმანეთთან, ამოწურონ სახელმწიფოებრივი ბერკეტები კონფლიქტების მოსაგვარებლად და დაიცვან ჩვენი ქვეყანა გაუთავებელი ომებისგან“, - დასძინა მან.