მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში: თბილისი იმედოვნებს, ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია

მაკა ბოჭორიშვილი ესპანურ სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში: თბილისი იმედოვნებს, ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.

„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა მინისტრმა.