ნატოს კარი არასდროს გაღებულა - მაკა ბოჭორიშვილი 2008 წელს ალიანსის მიერ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღების შესახებ დაპირებას იხსნებს

ნატოს კარი არასდროს გაღებულა - მაკა ბოჭორიშვილი 2008 წელს ალიანსის მიერ უკრაინისა და საქართველოსთვის ნატოს კარის გაღების შესახებ დაპირებას იხსნებს

ნატოში გაწევრიანება რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად, - განაცხადა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მან ასევე გაიხსენა 2008 წელს ალიანსის მიერ გაკეთებული დაპირება უკრაინასა და საქართველოსთვის კარის გაღების შესახებ და განაცხადა, რომ „ეს კარი არასდროს გაღებულა“.

„გადაწყვეტილებები უნდა იყოს განხორციელებადი“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

როგორც სააგენტო EFE აღნიშნავს, როდესაც ახლახან აშშ-მა განაცხადა, რომ უკრაინის ადგილი ნატოში არ არის, საქართველომ „მარტივი გაკვეთილი გამოიტანა“.