reuters: აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს დროებითი სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240 000 უკრაინელისთვის, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს

reuters: აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს დროებითი სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240 000 უკრაინელისთვის, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს გააუქმოს დროებითი სამართლებრივი სტატუსი დაახლოებით 240,000 უკრაინელისთვის, რომლებმაც სამშობლო ომის გამო დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელია აპრილში.

ასევე, სააგენტო reuters-ი წერს, რომ აპრილიდან შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ დროებითი სამართლებრივი სტატუსი მილიონ 800 000-ზე მეტ მიგრანტს მოუხსნას.

ასევე, უახლოეს თვეში იგეგმება დაახლოებით 530 000 კუბელის, ჰაიტელის, ნიკარაგუელის და ვენესუელელისთვის საცხოვრებელი ნებართვების გაუქმება. მიგრანტები, რომლებიც დაკარგავენ იურიდიულ სტატუსს, შესაძლოა სწრაფი დეპორტაციის პროცედურის გავლას დაექვემდებარონ.

ინფორმაცია reuters-მა შტატების საემიგრაციო და საბაჟო სამსახურის შიდა ელექტრონული წერილიდან მოიპოვა. reuters-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ უკავშირდება ტრამპის კონფლიქტს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.