დღევანდელ პოლიტიკაში თითოეულმა ქვეყანამ, პირველ რიგში, უნდა იზრუნოს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე. ხოლო მათგან პირველი არის საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ესპანურ საინფორმაციო სააგენტო EFE-სთან ინტერვიუში.
რაც შეეხება ევროკავშირთან დაძაბულობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის „განაახლოს დიალოგი ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებას“.
„ურთიერთობები ევროკავშირთან არ არის საუკეთესო მდგომარეობაში [...] ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, გამოიჩინოს სიმტკიცე ამ საკითხში, რათა გამოვიდეთ ჩიხიდან. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში სტრატეგიული მოლოდინის პერიოდშია. თბილისი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი მიხვდება, რომ საქართველო რეგიონში საიმედო პარტნიორია“, - განაცხადა მინისტრმა.