ლევან მახაშვილი სანქციებზე: იგივე სცენარი ვითარდება, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ვაშინგტონში. ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა ქვეყანაზე ზეწოლის და მეორე, რომ საქართველოში შექმნან დღის წესრიგი

ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა ქვეყანაზე ზეწოლის. და მეორე, რომ საქართველოში შექმნან დღის წესრიგი, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სანქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მსგავსი მუქარები საზოგადოებას ვაშინგტონიდან ახსოვს. იგივე სცენარით მიდის ევროკავშირიც.

„იგივე სცენარი ვითარდება, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვადევნებდით თვალს ვაშინგტონში. სავარაუდოდ ვიხილავთ ერთ, ორ გვარს და სახელს ჟურნალისტის სახით, რომელიც შემდეგი თვეების განმავლობაში რატომღაც იქნება განსაკუთრებით დაინტერესებული საქართველოს საკითხით. და ასევე, პრესსპიკერი, რომელიც ასევე, განსაკუთრებული ინტერესით დააკომენტარებს ხოლმე ევროკავშირზე. ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა ქვეყანაზე ზეწოლის. და მეორე, რომ საქართველოში შექმნან დღის წესრიგი“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ თანამდებობის პირებს, აგრეთვე „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.