რადიკალურმა ძალებმა, იქნება ეს რადიკალური ოპოზიცია, მათთან აფილირებული „ენჯეოები“ თუ სხვები, რომლებიც ხელაღებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას რუსულ იარლიყს აწებებდნენ, ახლა კეთილი ინებონ და ამის გამო ბოდიში მოიხადონ, - აღნიშნა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
„ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ქვეყანა იყო არიდებული ძალიან დიდ საფრთხესა და გამოწვევას. პრაქტიკულად, ამ „პროქსი-ომში“ ჩართვა საქართველოსთვის დამღუპველი იქნებოდა“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის პროქსი ომს წარმოადგენს.