პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ევროკავშირში „დიფსთეითი“ ჯერ კიდევ ბობოქრობს.
ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ითვალისწინებენ ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას და„ევროკავშირი მზადაა სანქციებისთვის, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე“.
„რას ეთანხმება ის, მისი დაწერილი განცხადებაა და გააკეთებინეს ესტონეთს ეს განცხადება. თავიდან ბოლომდე „დიფსთეითი“ რაც არის ევროკავშირის სტრუქტურაში ეს მათი დაწერილი განცხადებაა, ამიტომ ვამბობთ ჩვენ - „ხალხის ძალა“, ამიტომ მოვუწოდებთ საზოგადოებას, ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“, რომ ვიყოთ ფხიზლად. მართალია, დღეს შეიცვალა გარკვეული რიტორიკა, მათ შორის, აშშ-დან არის ზუსტად ის ნარატივი, რაც გვქონდა ჩვენ - „ხალხის ძალას“, მერე ხელისუფლებას, მთლიანად სახელმწიფოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ იყვნენ ფრთხილად გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ ჩვენ, რომ ევროკავშირში „დიფსთეითი“ ჯერ კიდევ ბობოქრობს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.