სალომე სამადაშვილი: საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ქვეყანაში არსებობს თუ არა საერთოდ არჩევნები, დასავლეთი გვეუბნება, რომ არჩევნები გაუქმებულია 

სალომე სამადაშვილი: საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ქვეყანაში არსებობს თუ არა საერთოდ არჩევნები, დასავლეთი გვეუბნება, რომ არჩევნები გაუქმებულია 

შესაბამისი ცვლილებები თუ არ შედგა, თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ევროსაბჭოს დელეგაცია ჩამოვიდა, შეისწავლა ვითარება და თქვა, რომ უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნები, არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვსო.

„თვითმმართველობის არჩევნები უკვე არის გამოცხადებული არალეგიტიმურად, თუ არ შედგა შესაბამისი ცვლილებები, ამიტომ არჩევანზე კი არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ ჩამოვიდა ევროსაბჭოს შესაბამისი დელეგაცია, შეისწავლა ვითარება და თქვა, უნდა გადადოთ ადგილობრივი არჩევნებიო, იმიტომ, რომ არსებულ ვითარებაში არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. აქ საკითხი არ არის, ვინ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ამ ქვეყანაში საერთოდ არსებობს არჩევნები თუ გააუქმეს ოფიციალურად. დასავლეთი გვეუბნება, რომ გაუქმებულია არჩევნები“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

როგორც სალომე სადამაშვილი ამბობს, „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურ რუსულ რეჟიმს ეშინია“.

„მხოლოდ არჩევნების შემდეგ, რომელიც, როგორც რუსული სპეცოპერაცია, ჩაატარეს, ბოლო გამოკითხვით, თუ არ ვცდები, დაკარგეს, მხარდაჭერის 12-13 პროცენტი. ამიტომ იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების გზით ძალაუფლების შენარჩუნების. მაშინ რაში დასჭირდათ გაყალბება? აღარ აქვთ რეალურად მხარდაჭერა, ამიტომ წავიდნენ გაყალბებაზე, ამიტომ აღმოჩნდნენ სანქცირებულები, სრულიად იზოლირებულები დასავლეთისგან და დღეს ხან ტაჯიკეთში, ხან უზბეკეთში დადიან, იმიტომ, რომ სხვაგან მათ არავინ აღარც იღებს, არც ელოდება და არც ხელს ართმევს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

Maverick რას მიედება ეს დეგენერატი სამადაშლილი დედაკაცი, მიუწვინეთ სააკიანს დასაგრილებლად!
3 საათის უკან
თომა მონის მონა.
3 საათის უკან
კარლო დასავლეთი(ფაშისტი ლიბერალები)იმას გვეუბნება, რაც მის ინტერესში შედის, რუსეთს ვითომ პრობლემები შეუქმნას ჩვენი მეშვეობით.ის,რომ ამის შედეგად ჩვენ საერთოდ აღარ ვიარსებებთ, სულ ფეხებზე კიდია, ამიტომ აქ აწყობს არა ქვეყნის პატრიოტი ხელისუფლება, არამედ აგენტები, პირობითად სომხები, რადგან ამ როლს ყველაზე კარგად ეგენი ასრულებენ. ეს არისსწორედ მიზეზი იმისა, ვითომ არჩევნები გაყალბდა.ეგენი ამას არჩევნების ჩატარებამდეც ამბობდნენ, იცოდნენ რა, რომ ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებდა. დიდი ანალიზი წირდება ამას? როგორც ეგ არჩევნები გაყალბდა, ისე გაიხაროს თქვენმა შთამომავლობამ, თქვენ ამ სიყალბისთვის უნდა დაისაჯოთ სასტიკად.
3 საათის უკან