Politico: ტრამპის თანაშემწეებმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს

Politico: ტრამპის თანაშემწეებმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს

Politico-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს.

Politico წერს, რომ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, იულია ტიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას შეეხო.