ამ ვადაზე ტრამპი მოსულია, როგორც მთელი მსოფლიოა მოწმე, ძალიან ძლიერი გუნდით, - განაცხადა ექიმმა, კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, პიმენ ყურაშვილმა „დღის ქრონიკაში“ შეერთებული შტატებიდან ჩართვისას.
მისივე თქმით, ეს ადამიანები საკმაოდ წონიანი პოლიტიკოსები არიან.
„ტრამპს გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ჰქონდა. მაგალითად, შევადარებ ტრამპის პირველ ვადას, როდესაც იგი მოვიდა პირველ ვადაზე, მას არ ჰყავდა ისეთი გუნდი. ფაქტობრივად, მარტო იყო და მაშინაც შეძლო საკმაოდ ბევრი რამ, რაც ჰქონდა დაპირებები არჩევნებამდე, მაგრამ ამ ვადაზე ტრამპი მოსულია, როგორც მთელი მსოფლიოა მოწმე, ძალიან ძლიერი გუნდით - ჯეი დი ვენსი, ილონ მასკი, მარკო რუბიო, თავდაცვის მინისტრი. ესენი ისეთი ადამიანები არიან, ნამდვილად ნარჩევ-ნარჩევი, ნაღები ადამიანები. მაგალითად, თავდაცვის მინისტრს თავად აქვს გამოცდილება, ჯარში ნამყოფია და საკმაოდ წონიანი პოლიტიკოსები არიან, გამოცდილი ადამიანები. ანუ, გუნდი ჰყავს ამჯერად ისეთი შეკრებილი, ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ტრამპი დაპირებების დიდ უმრავლესობას უკვე ასრულებს, როგორც ხედავთ.
ეს ყველაფერი, რაც გუშინ განაცხადა, ეს არ იყო ახალი ტრამპის ამომრჩევლებისთვის, ვინც მიჰყვება ტრამპს და მისი მხარდამჭერებისთვის. ამას მანამდე ყველაფერს აცხადებდა ნაბიჯ-ნაბიჯ, სანამ მოვიდოდა. მოსვლიდან დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და ამაში ძალიან ეხმარება გუნდი. თვითონ ილონ მასკი რად ღირს. მხოლოდ ილონ მასკი რომ ავიღოთ, რომელსაც ჩააბარა მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი. სულ რამდენიმე დღეში დადო ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა მტკიცებულებები რაც ხდება და „დიფ სთეითი“ როგორ მართავდა რეალურად არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ, მთელ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს“, - აღნიშნა პიმენ ყურაშვილმა.