პიმენ ყურაშვილი: დონალდ ტრამპს ამჯერად გუნდი ჰყავს, არ არის მარტო და ისინი მას გეგმების განხორციელებაში ეხმარებიან. ტრამპს ახლა შესაძლებლობა აქვს, რომ განახორციელოს თავისი პოლიტიკა

პიმენ ყურაშვილი: დონალდ ტრამპს ამჯერად გუნდი ჰყავს, არ არის მარტო და ისინი მას გეგმების განხორციელებაში ეხმარებიან. ტრამპს ახლა შესაძლებლობა აქვს, რომ განახორციელოს თავისი პოლიტიკა

მას [დონალდ ტრამპს] ამჯერად გუნდი ჰყავს, არ არის მარტო და სხვადასხვა ურთიერთობაში, იქნება ეს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის წარმოება, მის გუნდს გადანაწილებული აქვს როლები და ისინი მას თავისი გეგმების განხორციელებაში ეხმარებიან, - განაცხადა კონექტიკუტის უნივერსიტეტის პროფესორმა, საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, პიმენ ყურაშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ პირველ ვადასთან შედარებით, ამჯერად ტრამპს აქვს ეს შესაძლებლობები, რომ განახორციელოს თავისი პოლიტიკა. მაგალითად გუშინ გამოაცხადა, რომ თითოეულ ახალ რეგულაციაზე გაუქმდება ძველი ათი რეგულაცია. ეს ნიშნავს, რომ ბიუროკრატია ძალიან შემცირდება და ბიუროკრატიასთან კავშირშია ეს „დიფ სთეითი“. გეგმა ასეთია: 10 ახალი რეგულაცია თუ შემოიღეს, ძველი100 გაუქმდება - ასეთი თანაფარდობა იქნება დაახლოებით და ეს ძალიან შეავიწროებს „დიფ სთეითს“. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში „დიფ სთეითს“ ძალიან გაუჭირდება, რომ უკან დაიბრუნოს ეს თავისი პოტენციალი და იმოქმედოს საპირისპიროდ“, - განაცხადა ყურაშვილმა.