სალომე სამადაშვილი: ყველას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, პირველ რიგში, სჭირდება პუტინის რეჟიმის მზაობა

სალომე სამადაშვილი: ყველას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, პირველ რიგში, სჭირდება პუტინის რეჟიმის მზაობა

ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, პირველ რიგში, სჭირდება პუტინის რეჟიმის მზაობა, ჯერჯერობით, რუსეთის პოზიციაში ამ საკითხზე ძვრებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარება მოითხოვს ეფექტიან ზეწოლას რუსეთზე.

„ნამდვილად ყველას სურს, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარებას, პირველ რიგში, სჭირდება პუტინის რეჟიმის მზაობა, რომ ომი შეწყდეს. ამიტომ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მესამე მხრიდან, ასე ვთქვათ, მშვიდობისმყოფელების მსურველებისგან, თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ფაქტია, რომ პუტინის რეჟიმისგან დღეს არ გვაქვს არანაირი ინდიკაცია, რომ აპირებს ომის შეჩერებას. ამიტომ, ვფიქრობ, დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში, მშვიდობის დამყარება მოითხოვს ეფექტიან ზეწოლას რუსეთზე. ჩვენ უნდა დაველოდოთ და შევხედოთ, რა რეაქცია ექნება რუსეთს მცდელობაზე, რომ ომი დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. ჯერჯერობით, რუსეთის პოზიციაში ამ საკითხზე რაიმე ძვრებს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მარბიელი აკი უკრაინა იმარჯვებსო? რუსეთი იშლებაო? ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდეო?
სად წავიდა თქვენი ფახი?
ლიბერალ-გაუკუღმართებულების, ანუ თქვენი პოლიტიკა ისევე სწორი და გამართულია, როგორც შენი ცხვირი!
12 საათის უკან