ლევან მახაშვილი: ჩვენ არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ ამ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ მაშინ, როდესაც უნდათ და გაწირავენ ნებისმიერ ფასად

ლევან მახაშვილი: ჩვენ არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ ამ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ მაშინ, როდესაც უნდათ და გაწირავენ ნებისმიერ ფასად

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს, რომელიც ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების დასანქცირებასთან დაკავშირებით დაწერა.

„ფაქტია, რომ საქართველო ბევრისთვის იყო ერთ-ერთი ინსტრუმენტი, თუ როგორ შეიძლებოდა რუსეთზე ზეწოლა განეხორციელებინათ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებია რატომაც და როგორც, თუმცა საქართველოს გადმოსახედიდან ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ არ ვაპირებდით, არ ვაპირებთ და არც მომავალში დავაპირებთ, რომ საქართველო ჩავაყენოთ ამ გეოპოლიტიკური თამაშის პირობებში პაიკის როლში, რომელსაც გაწირავენ მაშინ, როდესაც უნდათ და გაწირავენ ნებისმიერ ფასად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მიერ ქართველი ოფიციალური პირების ქაოტური დასანქცირება არა მარტო ღიმილნარევ გაოგნებას, არამედ ცნობისმოყვარეობასაც იწვევს. იგი აქვე საერთაშორისო მისიებში საქართველოს, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მონაწილეობის შესახებ მონაცემებს აზიარებს.