„ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა და კრიტიკულ აზრს ახშობენ“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა და ივანიშვილის თამაშში შემყოლი ოპოზიცია.
„ამ მოცემულობაში არანაირ არჩევნებზე საუბარი არ და ვერ იქნება იმიტომ, რომ ქვეყანაში დამყარებულია დიქტატურა და კრიტიკულ აზრს ახშობენ. რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ რომ არჩევნებზე დაიწყოს საუბარი, არაადეკვატური იქნება. ის, რაც საქართველოში მოხდა მას ჩვენ არჩევნებს არ ვუწოდებთ. როდესაც ცესკოს დაკომპლექტების წესი, როდესაც სხვა მიმართულებები იქნება შესაბამისობაში დემოკრატიულ სტანდარტებთან, ამ შემთხვევაში იქნება აზრი საარჩევნო პროცესში მონაწილეობის. ამ მოცემულობაში ვინც მონაწილეობას მიიღებს, არის ივანიშვილის თამაშში შეყოლა“-განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამ შემთხვევაში კი მთავარი ისაა, რომ მეცოცხეები საარჩევნოს ფულს ვერ შემოიტანენ, უფულოდ კი 3%-საც ვერ აიღებენ! ...
სხვა შემთხვევაში, მათ შანსი რომ ჰქონდეთ თბილისში და 3-4 ქალაქში თავიანთ იმერის გაყვანის, ეს ხომ უცილო წინაპირობაა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისა!
აქ აუცილებელი ჩასვრა კი, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე, თუნდაც უარგუმენტო ყაყანს ცელს გამოუსვამს!