ტრამპი: ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად განსაზღვრავს იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი

ტრამპი: ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად განსაზღვრავს იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე ისაუბრა.

„ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მე ხელი მოვაწერე თითქმის 100 აღმასრულებელ ბრძანებას და მივიღე 400-ზე მეტი აღმასრულებელი მოქმედება, რითაც რეკორდი დავამყარე ჩვენს დიად ქვეყანაში საღი აზრის, უსაფრთხოების, ოპტიმიზმისა და კეთილდღეობის აღდგენის თვალსაზრისით”, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ჩვენ გამოვრიცხეთ კრიტიკული რასობრივი თეორიის მავნე გავლენა ჩვენი საჯარო სკოლებიდან და მე ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად განსაზღვრავს იმას, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი. ასევე, მე მოვაწერე ხელი აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც კრძალავს მამაკაცების ქალთა სპორტში მონაწილეობას“, - განაცხადა მან.