კონგრესში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაუღალავად მუშაობს უკრაინაში სასტიკი კონფლიქტის დასასრულებლად.
„მილიონობით უკრაინელი და რუსი უაზროდ დაიღიპა ან დაშავდა ამ საზარელ და სასტიკ კონფლიქტში, რომელსაც დასასრული არ უჩანს. აშშ-მა ასობით მილიარდი დოლარი გააგზავნა უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. გსურთ ეს გაგრძელდეს კიდევ ხუთი წლის განმავლობაში?“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„სამწუხაროდ, ევროპამ მეტი თანხა დახარჯა რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე, ვიდრე უკრაინის დაცვაზე. დაფიქრდით ამაზე - მათ მეტი დახარჯეს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაზე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, მან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო ვოლოდიმირ ზელენსკისგან, რომელშიც ხაზგასმულია უკრაინის მზაობა მშვიდობის მისაღწევად.
„მე მივიღე მნიშვნელოვანი წერილი პრეზიდენტ ზელენსკისგან. წერილში ნათქვამია, რომ უკრაინა მზადაა რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოვოს გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა მან.
„ჩვენ გვქონდა სერიოზული დისკუსიები რუსეთთან და მივიღეთ ძლიერი სიგნალები, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. დროა შეწყდეს ეს სიგიჟე. მკვლელობის შეჩერების დროა. დროა დასრულდეს უაზრო ომი. თუ გსურთ ომების დასრულება, ორივე მხარეს უნდა ესაუბროთ“, - დასძინა მან.