დონალდ ტრამპი: არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა

დონალდ ტრამპი: არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა

არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ გვყავს ასიათასობით ფედერალური თანამშრომელი, რომლებიც სამსახურში არ ცხადდებიან. ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას ამ უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ კვლავ აღვადგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ გათავისუფლდება თანამდებობიდან, რადგან ჩვენ ვწმენდთ ამ „ჭაობს“. არავის მიერ არჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.