საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უზბეკეთის რესპუბლიკის ოლი მეჯლისში გამართულ შეხვედრებს სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი დისკუსიები გაიმართა უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში - საკანონმდებლო პალატის სპიკერთან და სენატის თავმჯდომარესთან.
"შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის.
ჩვენი თანამშრომლობა საკანონმდებლო და სექტორული მიმართულებებით ორმხრივ სარგებელს გვთავაზობს და ჩვენ გამოვხატეთ მზაობა, განვაგრძოთ ამ ურთიერთობების გაღრმავება და განვითარება", - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
https://x.com/pm_kobakhidze/status/1896980184638660807?s=46&t=FINhs-QeIxSyJK4aTkreeQ