ზელენსკი: უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა

ზელენსკი: უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო, სამწუხაროა, რომ ასე მოხდა

მინდა გავიმეორო უკრაინის ერთგულება მშვიდობისადმი, არცერთ ჩვენგანს არ სურს გაუთავებელი ომი, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება მალე დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, რათა დააახლოვოს მდგრადი მშვიდობა. უკრაინელებზე მეტად მშვიდობა არავის უნდა. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით, რათა მივიღოთ მდგრადი მშვიდობა. ჩვენ მზად ვართ სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად და პირველი ეტაპი შეიძლება იყოს ტყვეების გათავისუფლება და ცაში ზავი - აიკრძალოს რაკეტები, შორ მანძილზე მოქმედი დრონები, ენერგეტიკის ობიექტებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა - და დაუყოვნებლივ ზავი ზღვაში, თუ რუსეთი იგივეს გააკეთებს. შემდეგ ჩვენ გვსურს ძალიან სწრაფად გადავიდეთ ყველა მომდევნო ეტაპზე და ვიმუშაოთ აშშ-თან ძლიერი საბოლოო შეთანხმების შესათანხმებლად“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან აფასებს აშშ-ის დახმარებას.

„ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ იმას, რაც გააკეთა ამერიკამ უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დასახმარებლად. ჩვენ გვახსოვს ის მომენტი, როდესაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას „ჯაველინები“ მიაწოდა. ჩვენ მადლობელი ვართ ამისთვის. ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში ისე არ წარიმართა, როგორც უნდა წარმართულიყო. სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. სიტუაციის გამოსწორების დროა. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული. რაც შეეხება წიაღისეულისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოსახერხებელ ფორმატში“, - დასძინა მან.

Gami დაიწყო გადაფურთხებულის ალოკვა?.. მათხოვარი.
2 საათის უკან