სად არიან, რატომ არ აპროტესტებენ? ვნახეთ თუ რა რეაქციები მოჰყვა ბევრად ლიბერალურ, რეალურად ქართულ კანონს, რომელიც მოვარგეთ და უბრალოდ ვალდებულება ჰქონდათ, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ თუ რა დაფინანსება მიიღეს და რაში დახარჯეს ეს დაფინანსება და უბრალოდ რეესტრში უნდა დაფიქსირებულიყო, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ამერიკული „ფარას“ ანალოგი ბევრად უფრო მკაცრია, ვიდრე „გამჭვირვალობის კანონი“, თუმცა რატომღაც რადიკალები ხმას არ იღებენ.
„ახლა, როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ქვეყანაში, როდესაც ასეთი ლუსტრაცია მოხდა და ასეთი ამბები გამოდის საჯაროობაზე, ეს იქნება USAID-ის დონორობით განხორციელებული დაფინანსებები, NED, EED და ა.შ. საზოგადოებას იმის ნახევარიც კი ვერ წარმოედგინა, რაც დღეს გამოვიდა დღის შუქზე. თურმე რამხელა ძალები და რამხელა დაფინანსება შემოდიოდა, რომ როგორმე აქ მომხდარიყო დესტაბილიზაცია, სიტუაციის არევა და იმ აგენტურული ქსელის ხელისუფლებაში მობრუნება, რომელიც წარმოდგენილი იყო კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით. და ყველაზე მთავარი, დარწმუნებული ვარ, რომ ის ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელსაც გულწრფელად სჯეროდა, რომ ესენი ოპოზიციას წარმოადგენ და ევროპულ ღირებულებებს ქადაგებდნენ ამათი პატრონები და რეალურად ეს ლობისტური ჯგუფები ევროკავშირიდან თუ აშშ-დან, ეს ხალხიც, ეს საზოგადოებაც დაფიქრდება თუ რეალურად რა ძალებთან ჰქონდათ საქმე საქართველოში. ეს ყველაფერი უკვე სააშკარაოზე გამოდის და დარწმუნებული ვარ ამის სამართლებრივ პროცესებსაც აუცილებლად ვიხილავთ, რომელიც დარწმუნებული ვარ დაიწყება შეერთებულ შტატებში“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.