ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალია „ფარას“ ანალოგზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში.
„ფარას“ კანონი დაინიცირებული იყო ერთი ერთში რედაქციულად ისე, როგორც მოქმედებდა ამერიკაში. შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ ამ კანონის იმპლემენტაცია მოხდება ქართულ საკანონმდებლო სივრცეში, მაქსიმალურად მოერგება ქართულ საკანონმდებლო სივრცეს და ქართულ საკანონმდებლო ბაზას. ეს არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის. ეს არ არის ჰაერიდან მოტანილი სიტყვები და ეჭვები, ყველა კარგად ვხედავთ, რომ როგორი მოვლენებია მსოფლიოში და როგორი ლუსტრაცია მიდის იმ დაფინანსებების, რომელიც მოდიოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც ევროპის ქვეყნებში და რეალურად რას ემსახურებოდა ეს დაფინანსებები. ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კანონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით დღევანდელ რეალობაში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია და ის ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული იქნება.