დონალდ ტრამპი: კოლეჯებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომლებიც არალეგალურ პროტესტებს დაუშვებენ, შეუწყდება ფედერალური დაფინანსება - არავითარი ნიღბები აქციებზე!

დონალდ ტრამპი: კოლეჯებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომლებიც არალეგალურ პროტესტებს დაუშვებენ, შეუწყდება ფედერალური დაფინანსება - არავითარი ნიღბები აქციებზე!

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ქვეყნის სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების არალეგალურ პროტესტებსა და ნიღბების ტარებას კრძალავს.

„კოლეჯებს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს, რომლებიც არალეგალურ პროტესტებს დაუშვებენ, შეუწყდება ყველა ფედერალური დაფინანსება. აგიტატორებს დააკავებენ ან იმ ქვეყნებში გააძევებენ, საიდანაც ჩამოვიდნენ. ამერიკელი სტუდენტები სამუდამოდ გაირიცხებიან ან დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, დაკავებულები იქნებიან. არავითარი ნიღბები! გმადლობთ ამ საკითხისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის“, - დაწერა ტრამპმა.