გიორგის ვოლსკი მედიის შესახებ კანონის საჭიროებაზე: ამბობენ ერთს - „არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას“, მეორე დღეს აკეთებენ იგივეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

გიორგის ვოლსკი მედიის შესახებ კანონის საჭიროებაზე: ამბობენ ერთს - „არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას“, მეორე დღეს აკეთებენ იგივეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ.

„ამბობენ ერთს - „არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას“ და მეორე დღეს აკეთებენ იგივეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს. ვფიქრობ, მედიასაშუალებები აქედან გამომდინარე, ეცდებიან, რომ სწორედაც თვითრეგულაციის მეთოდით მოაგვარონ ეს პრობლემა და არ დასჭირდება ხალხს სხვა, მესამე სტრუქტურისათვის ან ინსტანციისთვის მიმართვა, რათა სიმართლე დაადგინოს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მედიის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ