დავით მათიკაშვილი: შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი და საქართველოდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი მადლობებით ეგებება ამ საკითხს, ეს არის ზღვარს დაბლა დონეზე დაშვება

დავით მათიკაშვილი: შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი და საქართველოდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი მადლობებით ეგებება ამ საკითხს, ეს არის ზღვარს დაბლა დონეზე დაშვება

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციების მიერ ბალტიის ქვეყნებისთვის მადლობის გადახდის ფაქტს აფასებს. მისი განცხადებით, ეს ზღვარს დაბლა დონეზე დაშვებაა.

„შენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი ყოვლად უსაფუძვლოდ და საქართველოდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ტაშის კვრის და მადლობებით ეგებება ამ საკითხს, რომელიც რა თქმა უნდა, დამამცირებელია, ეს არის ზღვარს დაბლა დონეზე დაშვება ამ კონკრეტული პიროვნების. ეს კარგად, ნათლად გამოხატავს იმას, თუ რას უშვრება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებების უპირობოდ აღსრულება რეალურად ადამიანს, ეს არის აგენტურის და აგენტობის ძალიან მძიმე ხვედრი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.

მარბიელი "დასანქცირება" თავისთავადაა შეურაცმუოფელი, თორემ ვის რა სირად უნდა რიგაში, ტალინსა, ან ვილნიუსში ჩასვლა?
რატომ ჩვენ არ ვასანქცირებთ ამ სანქციის ავტორებს, ან სხვა როტ-ებს?
2 საათის უკან