ვლადიმერ ბოჟაძე: გვითხრან, რომელი მოქალაქე გაათავისუფლეს გერმანიაში, რომელმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელიმე ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს?!

ვლადიმერ ბოჟაძე: გვითხრან, რომელი მოქალაქე გაათავისუფლეს გერმანიაში, რომელმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელიმე ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს?!

გვითხრან, რომელი მოქალაქე გაათავისუფლეს გერმანიაში, რომელმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელიმე ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს?!, - ასე ეხმიანება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ვლადიმერ ბოჟაძე გერმანიის საგარეო სამინისტროს მოთხოვნას გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი.

„მე არ ვიცი გერმანიაში რამდენია სასჯელი პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ვიცი, რომ აღნიშნულ მინისტრს [გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი] სოციალურ ქსელში მისდამი გაკეთებული განცხადებების გამო არაერთ გერმანიის მოქალაქეს უჩივლა და სასამართლო პროცესები ჩატარდა და ათასობით ევროთი დაჯარიმდნენ კიდეც. მაშინ გვითხრან, გერმანიის ან სხვა ქვეყნის რომელი მოქალაქე გაათავისუფლეს გერმანიაში, რომელმაც პოლიციელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელიმე ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს. დარწმუნებული ვარ ასეთი მაგალითები არ არსებობს და ბუნებრივია, საქართველოშიც ასეთი მაგალითი არ იქნება“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს