გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც კახა კალაძეს „უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის“ წოდება ჩამოართვა.

პეტრიაშვილის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები სამწუხაროა.

„ბატონ კახის ამით ვერაფერს დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან კარგი ადამიანი. სამწუხაროა მსგავსი ფაქტი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამთავრდება და დამშვიდდება ძალიან მალე. მინდა მშვიდობა ვუსურვო მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით უკრაინელ ხალხს და კახის ვუსურვო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში“, - განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.