უკრაინის პარლამენტმა ამერიკისადმი მადლიერების განცხადება გამოაქვეყნა

უკრაინის პარლამენტმა ამერიკისადმი მადლიერების განცხადება გამოაქვეყნა

უკრაინის უმაღლესმა რადამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, კონგრესისა და ამერიკელი ხალხისადმი მიმართვა გამოაქვეყნა.

განცხადება დონალდ ტრამპის, ამერიკელი კანონმდებლებისა და ხალხისადმი მადლიერების სიტყვებით იწყება.

მასში ნათქვამია, რომ უკრაინელ ხალხს მშვიდობა სურს და ყველაზე მეტად სჯერა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შესაჩერებლად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის როლი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა გადამწყვეტი იქნება.

რადა მიესალმება მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად ტრამპის ინიციატივებს და ხაზს უსვამს ამერიკასა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას. უკრაინელი პარლამენტარები აღნიშნავენ, რომ ქვეყნისთვის ამერიკული მხარდაჭერა აუცილებელია, თუმცა მიიჩნევენ, რომ უკრაინამ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უნდა შეინარჩუნოს.

მარბიელი ჰა, დადექით ხოხოლებო გირჩზურაბას პოზაში? ეგ არ კმარა უნდა ჩაიხადოს და წაიკუზოს თქვენი მასხარა პრეზიდენტიც და რაც მთავარია - უნდა ჩამორაკრაკდეს რაში დაიხარჯა შესული მილიარდები და ვინ და რამდენი მოიპარა უკრაინელმა თუ ამერიკელმა!
2 საათის უკან